ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს, 10 ივნისს, დასავლეთ საქართველოში, წვიმა შენარჩუნდება და 
ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიკლებს.

მისივე თქმით, 11-12 ივნისს, შუადღის საათებში, შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმა.

"კვირის ბოლომდე, 15 ივნისამდე, შედარებით მდგრადი, უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა 33-დან 36 გრადუსამდე მოიმატებს",- განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 16 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით.

Print
თეგები: #ამინდი