ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 7 ივნისამდე ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-დან 36 გრადუსამდე მოიმატებს, 5 ივნისს კი გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 

"7-დან 9 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 5 გრადუსით და მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსია მოსალოდნელი", - განმარტავს დოდო გვაზავა.

მისივე ინფორმაციით, 10 ივნისიდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


Print
თეგები: #ამინდი