ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 27 და 28 მაისს, დასავლეთ საქართველოში, მაღალი ტემპერატურა, 30-დან 32 გრადუსი დაფიქსირდება.
ამასთან, მისივე თქმით, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

დოდო გვაზავას ინფრომაციით, 29 მაისს, ცივი ჰაერის მასების შემოსვლაა მოსალოდნელი, ამიტომ ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 25 გრადუსამდე და დღისით გაწვიმდება.

30-31 მაისი შედარებით უნალექოდ ჩაივლის, 1 ივნისს უმეტეს რაიონში გაწვიმდება და გაძლიერდება ქარი, 2 ივნისს კი კვლავ გამოიდარებს.



Print
თეგები: #ამინდი