ახალი ამბები
წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
FaceBook
24 მაისის დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექიანი ამინდი საქართველოში 26 მაისის დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print
თეგები: #ამინდი