ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 24 მაისის დღის პირველ ნახევრამდე უნალექო და თბილი ამინდებია მოსალოდნელი.


მისივე თქმით, ამ პერიოდში, ჰაერის ტემპერატურრა 24-დან 28 გრადუსამდე მოიმატებს. ამასთან, დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

"24 მაისის დღის ბოლოდან 26 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ელჭექიც. დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა და გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი",- განმარტავს დოდო გვაზავა.

Print
თეგები: #ამინდი