ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 18 მაისამდე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
მისივე თქმით, 13-14 მაისს იმერეთის რეგიონში იწვიმებს, 15-ში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 20-22 გრადუსამდე. 16-17 მაისს კვლავ გაწვიმდება და 15 გრადუსამდე ჩამოვა ჰაერის ტემპერატურა.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 25 გრადუსამდე მოიმატოს.
Print