ახალი ამბები
საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგები დღეიდან დაიწყო
FaceBook
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმე დღეებად არის გამოცხადებული 7, 8 და 10 მაისიც. 

დასვენების დღეა 9 მაისიც - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

შესაბამისად, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან განახლდება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ოფიციალური უქმე დღეების ჩამონათვალი კანონმდებლობით რეგულირდება, მათ შორის გახლავთ სააღდგომო დასვენების დღეები.

წელს აღდგომა 5 მაისსაა.

Print