ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი, მარტში, 127 569 მგზავრს მოემსახურა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მარტში 127 569 მგზავრსა და 374 რეისს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში,  გასული წლის მარტთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 39%-ით არის გაზრდილი, რეისების რაოდენობა კი - 23%-ით.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.

Print