ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ მრავალშვილიან დედებს 300 ლარი გადასცა
FaceBook
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი დედებისათვის პერფომანსიც მოეწყო

დედის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში მცხოვრებ 7 და მეტ შვილიან დედებს ქუთაისის მერიისგან 300 ლარი გადაეცათ.

დღესვე, ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების და სოციალური სამსახურის ინიციატივით, ნიღბების თეატრის სცენაზე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი დედებისათვის პერფომანსი მოეწყო.


დედებს დღევანდელი დღე ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. საზეიმო ცერემონია სადღესასწაულო მიღებით დასრულდა.

ქუთაისში სულ 432 მრავალშვილიანი დედაა. 

Print