ახალი ამბები
საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე, თოვის გამო, მოძრაობა აიკრძალა
FaceBook
თოვის გამო, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში, 22-დან 24 მარტის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი და ნისლი.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

Print