ახალი ამბები
8 მარტის დღესასწაულზე ქუთაისში ნატო მეტონიძისა და შვიდკაცას კონცერტი გაიმართება
FaceBook
3 და 8 მარტის ღონისძიებებისთვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი


8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნატო მეტონიძისა და ანსამბლ შვიდკაცას კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 7 900 ლარს დახარჯავს. კონცერტის ჩატარებაზე მერიამ კულტურის სამინისტროსგან თანხმობა უკვე მიიღო.

კონცერტი 8 მარტის დღესასწაულზე ამ დრომდე  დაგეგმილი  ერთადერთი ღონისძიებაა. ერთი ღონისძიებაა დაგეგმილი დედათა დღესაც. 3 მარტს, ნიღბების თეატრის სცენაზე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი დედებისთვის პერფომანსი გაემართება.

3 და 8 მარტის აღსანიშნავად ადგილობრივ ბიუჯეტში 10 ათასი ლარია გამოყოფილი.

Print