ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის თებერვლის აფიშა
FaceBook
საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი თებერვლის თვის აფიშას წარმოადგენს.

ქუთაისის თოჯინების თეატრი თებერვალში ხუთ სპექტაკლს თავაზობს პუბლიკას - " იავანანამ რა ჰქმნა", "სახლობანა", "ოქროს წიწილა", "წითელქუდა", "მახინჯი იხვის ჭუკი". 




აღსანიშნავია, რომ რეპერტუარის ლიდერი სპექტაკლების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, სპექტაკლი "იავნანამ რა ჰქმნა"  მე-5 ადგილზეა. იგი 44 ჯერ დაიდგა და მას 3 729 მაყურებელი დაესწრო.

ამ მონაცემებს კვლევა "ქართული თეატრი 2022-2023 წლებში" აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ბოლო ორი წლის 41 სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო თეატრებზე ინფორმაციას. 

კვლევის თანახმად თეატრის დატვირთულობის (მაყურებლის დასწრების) მიხედვით საქართველოს 28 თეატრიდან ქუთაისის თოჯინების თეატრი, 86,83%-ით მე-4 ადგილზეა.

თუმცა თეატრი 25-ე ადგილზეა  2023 წელს პრემიერების რაოდენობის მიხედვით. შარშან თეატრმა მხოლოდ 4 პრემიერა წარმოადგინა.

ბილეთები შეძენა თეატრის სალაროში ან საიტზე: biletebi.ge - არის შესაძლებელი. 

სხვა ინფორმაციისთვსი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 0 431 245 205


Print