ახალი ამბები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
FaceBook
საერთასორისო მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.

ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.
Print