ახალი ამბები
დღეიდან, Pegasus-ი ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით იფრენს
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა დაიწყო.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება.

PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან გუშინ, გვიან ღამით შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა.

„სტამბოლი ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე რეისზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა და იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება“,– განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

Print