ახალი ამბები
საქართველომ მიიღო რეკომენდაცია, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა
FaceBook
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

"საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ამისთვის ქვეყანამ მართლაც გადადგა ნაბიჯები,'' - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიამ დღეს მხოლოდ რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2 ეტაპისგან შედგება. მეორე, ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, დეკემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. 

გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს,  27-ივე წევრის პოზიცია  დადებითი უნდა იყოს. 

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი - ვერა.  სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიამ ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.







Print