ახალი ამბები
4 ნოემბრიდან, ქუთაისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
4 ნოემბრიდან, გოგებაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდება.
მიზეზი აღნიშნულ ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასრულებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გოგებაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.



Print