ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი, ოქტომბერში, 164 176 მგზავრს მოემსახურა
FaceBook
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 164 176 მგზავრსა და 472 რეისს მოემსახურა.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 415%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 325%-ით არის გაზრდილი.

მათივე ინფორმაციით, 10 თვეში, ქუთაისის აეროპორტი 1 380 548 მგზავრს მოემსახურა. ამავე პერიოდში შესრულდა 4 087 რეისი.

ეს იმას ნიშნავს, რომ მგზავრების რაოდენობა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 107%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 55%-ით არის გაზრდილი. 

Print