ახალი ამბები
სამტრედიის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო
FaceBook
ქუთაისის მერიის მსგავსად,  საახალწლო სამზადისი სამტრედიის მუნიციპალიტეტმაც დაიწყო.
საახალწლო განათებებისათვის სხვადასხვა სახის მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვაზე, 38 500 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი [NAT230020577] აქვს გამოცხადებული.

სამტრედიის მერია 2 240-მდე გასანათებელ მოწყობილობებს, ელექტრონათურებს, საშობაო ნაძვის ხის ნათურებს, ლამპებისა და გასანათებელი მოწყობილობების ნაწილებსა და მანათობელ მილაკებს ყიდულობს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუნიციპალიტეტს საახალწლო მორთულობები 30 ნოემბრამდე უნდა მიაწოდოს. 


Print