ახალი ამბები
Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს
FaceBook
Wizz Air-მა ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით," - ამბობენ კომპანიაში.

ამას გარდა, CNN-ის ცნობით, ისრაელიდან და ისრაელის მიმართულებით, ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის, Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.

7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
Print