ახალი ამბები
რევაზ ჯაველიძე - მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის რეგიონებში
FaceBook
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე იმერეთისა და რაჭა- ლეჩხუმის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ეწვია.

რევაზ ჯაველიძის ინფორმაციით, იგი რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მდგომარეობას გაეცნო. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მუშაობით დაინტერესდა. გაეცნო ცენტრში არსებული ჯგუფების მუშაობას და შეხვდა ახალგაზრდებს. 

მისი თქმით, ვიზიტის მიზანს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მდგომარეობის ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა, რადგან ახალგაზრდული თემატიკა მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამინისტროსთვის.

"მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ტყიბულში სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებს, მაინტერესებს რა მდგომარეობაა, რა კუთხით არიან დაკავებული, რა პრობლემებია. ჩვენი სამინისტრო სხვადასხვა პროგრამებს ახორციელეს:. შშმ პირებისავის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ რა გავაკეთოთ ახალგაზრდებისთვის რეგიონეში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


Print