ახალი ამბები
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა
FaceBook
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
Print
თეგები: #სტიქი #შოვი