ახალი ამბები
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
FaceBook
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში კიდევ 5 ადამიანს ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. 


კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



Print