ახალი ამბები
საქართველო ჰაერის დაბინძურების ხარისხით 132 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა
FaceBook
საქართველოს მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების 2022 წლის რეიტინგში ჰაერის ხარისხის საშუალო, ანუ 61 ინდექსი აქვს მინიჭებული და 132 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა.

ზოგადად, PM2.5-ის კონცენტრაციის მხრივ 15.1-სა და 25 ქულას შორის მოხვედრილი ქვეყანა 3-დან 5-ჯერ აღემატება ჯანმოს გაიდლაინს, საქართველოს კი ამ მხრივ 17 ქულა აქვს მინიჭებული. ამდენად, 2022 წელს ქვეყანაში PM2.5-ის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჯანმო-ს ჰაერის ხარისხის წლიურ რეკომენდებულ მაჩვენებელს 3.4-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ეს მონაცემი არ შეცვლილა.

სააგენტო, IQAir საქართველოში 2022 წლის ყველაზე სუფთა ქალაქად, ჰაერის ხერისხის 55-იანი ინდექსით, ბათუმს, ხოლო ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად, 81-იანი ინდექსით, რუსთავს ასახელებს.

2022 წელს ჰაერის ყველაზე ცუდი ხარისხით შემდეგი 10 ქვეყანა გამოირჩეოდა:

ჩადი - AQI-ინდექსი 169
ერაყი -164
პაკისტანი -159
ბაჰრეინი -157
ბანგლადეში -156
ბურკინა ფასო -155
კუვეიტი -151
ინდოეთი -144
ეგვიპტე -128
ტაჯიკეთი -127
მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიშია, რომლის ჰაერის ხარისხის ინდექსი, PM2.5-ის კონცენტრაციის მხრივ, მხოლოდ 4-ს შეადგენს. მეორე ადგილზე 8-იანი ინდექსით აშშ-ის სან ფრანცისკო, ხოლო 9-იანი ინდექსით მესამე ადგილზე ნორვეგიის დედაქალაქი ოსლოა. აღსანიშნავია, რომ 14-იანი ინდექსით სუფთა ქალაქების ათეულში უკრაინის დედაქალაქი, კიევიც მოხვდა, რომელიც რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.

bpn.ge
Print