ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 ათას
ლარს აღემატება, ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა
და მედიკამენტების დაფინანსება უკვე დაიწყო.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ
"ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
თუ აქამდე ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის და
მედიკამენტების დაფინანსება წლის განმავლობაში 40 000 ლარამდე
შემოსავლის მქონე პირებისთვის იყო, ახლა ნებისმიერი მოქალაქე იქნება
პროგრამის მოსარგებლე.
გაბუნიას თქმით, ბენეფიციარებს პროცედურების ჩატარება საქართველოში
არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ, დაფინანსების მისაღები
პროცედურა კი, ძალიან მარტივია.
" ამ პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ ისინი, ვისაც წლის განმავლობაში
შემოსავალი 40 ათასამდე ჰქონდა, ახლა კი ამ ცვლილებით, იმის
გათვალისწინებით, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს
არანამკურნალებმა ონკოლოგიურმა დაავადებამ და რამდენად მნიშვნელოვანია
მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და
ჰორმონოთერაპია [სპეციალური მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური
დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მაღალი ეფექტურობა
ახასიათებს] 25 ათასი ლარის ფარგლებში დაიფარება ყველასთვის", -
განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები