ახალი ამბები
ომის დაწყების შემდეგ რუსებმა საქართველოში სამჯერ მეტი კომპანიაა დაარეგისტრირეს, ვიდრე გასულ 27 წელში
FaceBook
ომის დაწყების შემდეგ (2022 წლის მარტი) რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დაარეგისტრირეს.

ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს.

ორგანიზაცია იმასაც მიუთითებს, რომ ეს მონაცემები გასული 27 წლის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი 7788-ს შეადგენს.
Print