ახალი ამბები
ქუთაისში რეჟისორ რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რესტავრაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მერია რეზო ჩხეიძის სახლმუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვოს დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერს NAT230014696 აცხადებს.

ქალაქი აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში 22 000 ლარს გადაიხდის.

დოკუმენტი უნდა მომზადდეს ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპროექტო სამუშაოების ფარგლებში უნდა დადგინდეს ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობა. ჩატარდეს ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგების შესაბამისად უნდა დაიგეგმოს კონსტრუქციის გამაგრების ღონისძიებები ასეთი ჩარევის საჭიროების შემთხვევაში.

სარეაბილიტაციო პროექტმა უნდა მოიცვას საჭირო სამუშაოების სრული სპექტრი, გათბობის, გაგრელებისა და სახანძრო უსაფრთხოების საკითხების ჩათვლით. 

Print
თეგები: #რეზო ჩხეიძე