ახალი ამბები
საქართველოში 25 ივნისიდან გამოიდარებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივნისს, საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
შესაძლებელია ზოგან ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში კი - სეტყვა.

სინოპტიკოსები გრილი და უხვნალექიანი დღეების შემდეგ, 24 ივნისს, წვიმას მხოლოდ ცალკეულ რაიონში პროგნოზირებენ, 25-26 ივნისს კი თბილ და უმეტესად უნალექო ამინდის ელიან.

სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

Print