ახალი ამბები
16 ივნისამდე საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისამდე საქართველოში, სითბოს ფონზე, წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება, ზოგან ელჭექით.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. 15 ივნისს ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან ძლიერად იწვიმებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
Print