ახალი ამბები
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს - IRI
FaceBook
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს.

15% - გარკვეულწილად მხარს უჭერს; 5% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება; 9% - კატეგორიულად ეწინააღმდეგება; 6% - ამბობს, რომ არ იცის, ან კითხვას არ პასუხობს.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა - 33% ამბობს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მთავარი სარგებელი უსაფრთხოებაა. 19% თავდაცვას ასახელებს, 11% - ეკონომიკის გაძლიერებას; 8% - სტაბილურობა / მშვიდობას; 4% - ქვეყნის განვითარებას; 3% - უკეთეს მომავალს; 3% - სამხედრო მხარდაჭერას; 2% - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას; 1% - რუსული აგრესიის შეჩერებას;

კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, პასუხები ასე გადანაწილდა:

23% - რუსეთის წინააღმდეგობა;

22% - ოკუპირებული რეგიონების სტატუსი;

19% - საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა;

11% - საქართველოში შიდა წინააღმდეგობა;

7% - NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგობა;

3% - სხვა;

15% - ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ პასუხობს.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Print
თეგები: #IRI