ახალი ამბები
რეგრესი ეკონომიკაში, განათლებაში, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში - IRI-ის კვლევა
FaceBook
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" - IRI - აქვეყნებს საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევას.

კვლევის მიხედვით ქვეყანამ რეგრესი განიცადა შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, განათლება, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხმა, კრიმინალთან ბრძოლამ და ა.შ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოკითხულთა 32% თვლის, რომ გამოხატვის თავისუფლებამ პროგრესი განიცადა 32%-ით

ვითარება არ შეცვლილა 37%-ის აზრით, ხოლო რეგრესი  30%-ით მოხდა. 

მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი - 27% პროგრესი. 

არც პროგრესი და არც უკან დახევა  - 39%

რეგრესი - 30%

ადამიანის უფლებები - პროგრესი  22 % რეგრესი 37% 

ცვლილებების გარეშე  - 39 %

განათლების საკითხმა გამოკითხულთა  40 %-ის აზრით  რეგრესი განიცადა, 20% თვლის, რომ პროგრესი

კრიმინალთან ბრძოლა 19% -სთვის პროგრესით მიმდინარეობს, 40%-სთვის კი  რეგრესი განიცადა.

გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მძიმე ვითარებას ეკონომიკის მიმართულებით ხედავს. მათთვის ეკონომიკის რეგრესი 60%-ია , პროგრესი -15%.

ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი 40%-სთვის რეგრესს განვიცდით, 14% თვლის ,რომ ქვეყანამ  პროგრესს მიაღწია. 

გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან. კვლევა დააფინანსა UშAID-მა, საველე სამუშაოები კი ჩაატარა IPM-მა.

კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი იყო 63 პროცენტი.


Print