ახალი ამბები
გამოკითხულთა 63% საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს - IRI
FaceBook
საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 63% ამბობს, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ევროკავშირია.

ამასთან, 47% პოლიტიკურ პარტნიორად ამერიკას ასახელებს, 27% - უკრაინას, 18% - თურქეთს, 16% - აზერბაიჯანს, 12% - დიდ ბრიტანეთს, 8% - რუსეთს, 8% - სომხეთს, კიდევ 8% - ისრაელს, 3% - ჩინეთს, 2% კი უნგრეთს.

ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 87% საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს. 8% - აშშ-ს, კიდევ 8% - თურქეთს ასახელებს, 4% - ირანს, 3% - სომხეთს, 3% - აზერბაიჯანს, 3% - ევროკავშირს, 2% - უკრაინას, ხოლო კიდევ 2% - ჩინეთს.

ამავე კვლევის მიხედვით,  რომ გამოკითხულთა უმეტესობა - 60% ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს. 43% - ამერიკას, 30% - თურქეთს, 22% - აზერბაიჯანს, 21% - უკრაინას, 12% - თურქეთს, 8% - დიდ ბრიტანეთს, 5% - ჩინეთს, 7% - სომხეთს, 6% - ისრაელს, 2% - ირანს, ხოლო 1% - უნგრეთს.

IRI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 76% საქართველოსთვის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს, 6% - თურქეთს, 5% - აშშ-ს, 2% - ევროკავშირს, კიდევ 2% - უკრაინას, ასევე 2-2% პროცენტი ასახელებს საქართველოს ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედ ირანს, ჩინეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა პრორუსულია. ამასთან,  42% ამბობს, რომ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს უთხრის ძირს.

გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: 

შემოვიდნენ საქართველოში თავისუფლად, ვიზის გარეშე - 13% უჭერს მხარს;

დაარეგისტრირონ ბიზნესი - 7% უჭერს მხარს;

შეიძინონ ქონება - 4%;

არცერთს ზემოთ ჩამოთვლილიდან - 79% უჭერს მხარს;

არ ვიცი/უარი პასუხზე - 5%.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
Print
თეგები: #IRI