ახალი ამბები
აბიტურიენტებს საგნისა და გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის ჩათლით შეეძლებათ
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

„თუ გამოცდის დროს გესაჭიროებათ სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს მონიშნეთ შესაბამისი ველი. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე“, - განმარტავენ საგამოცდო ცენტრში.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს გამოსაცდელთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

Print