ახალი ამბები
ომბუდსმენობის კანდიდატების კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო
FaceBook
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე  სახალხო დამცველობის კანდიდატებს კენჭი უყარეს.

კენჭისყრის შედეგებით ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. მოქმედი ომბუდსმენის მოადგილეს მხარი "ქართულმა ოცნებამ" , "ლელომ", "ნაციონალური მოძრაობამ" და "საქართველოსთვის" დაუჭირეს.

ომბუდსმენობის კანდიდატ ანა აბაშიძეს მხარი "ლელომ" და "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა. 

ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას კი მხარი ენმ-მ და "ლელომ" დაუჭირეს. 

ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით.
Print