ახალი ამბები
საახალწლო განათებებში ქუთაისის მერია 100 000 ლარზე მეტს დახარჯავს
FaceBook
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის გასანათებლების (განათების გირლიანდი და დიოდური ნათურა) შესაძენად  ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.

გირლიანდებსა და დიოდურ ნათურებში ქალაქი 107 640 ლარს დახარჯავს. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  ამ თანხად  2760 ​გირლიანდს და  8280 დიოდურ ნათურას იყიდიან.

მერიამ საახალწლო სამზადისის ფარგლებში ტენდერი გამოცხადა ასევე საშობაო ნაძვის ხის, ფოიერვერკების, საახალწლო სათამაშოების შესაძენად და გალა კონცერტისთვის სცენითა და აპარატურით მომსახურებაზე.


ამავე თემაზე:


Print
თეგები: #განათებები