ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 145-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 38 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 687 ერთეული [+3]

ჯავშანტექნიკა – 3 886 ერთეული [+7]

საარტილერიო სისტემა – 849 ერთეული [+3]

MLRS – 248 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113 ერთეული [+3]

თვითმფრინავი – 220 ერთეული

ვერტმფრენი – 188 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 690 ერთეული [+2]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 166 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 753 ერთეული [+7]

სპეცტექნიკა – 70 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

257 თვითმფრინავი

140 ვერტმფრენი

1 558 უპილოტო საფრენი აპარატი

355 საზენიტო სარაკეტო სისტემა

4 084 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

747 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 151 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

4 379 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 145 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print