ახალი ამბები
უკრაინაში 7 200 სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
FaceBook
უკრაინაში 7 200 სამხედრო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი ოლეგ კოტენკო ავრცელებს.

კოტენკოს ინფორმაციით, დაკარგული სამხედროების რაოდენობაში სხვადასხვა სტრუქტურის, ეროვნული გვარდიის, სასაზღვროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც შედიან.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ 2 000 დაკარგულ სამხედროზე საუბრობს. ჩვენს ქოლცენტრში კი 7 200 ადამიანზე შემოვიდა ინფორმაცია. მაგალითად, პოლკი "აზოვი" ნაციონალური გვარდიაა, მათ შორისაც არიან დაკარგულები. რაც "აზოვსტალიდან" გამოვიდნენ, ზოგიერთი მათგანი ახლობლებს ვერ დაუკავშირდა,"- განაცხადა ოლეგ კოტენტკომ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება ომში დაკარგული სამხედროების რაოდენობას შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ამბობენ, რომ რუსეთის ტყვეობაში მარიუპოლის 2 500-მდე დამცველი იმყოფება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით კი, რუსეთს 6 489 უკრაინელი სამხედრო ტყვე ჰყავს.

უკრაინაში 139 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #უკრაინა