ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 135-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.



უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]

ტანკი – 1 637 ერთეული [+35]

ჯავშანტექნიკა – 3 811 ერთეული [+14]

საარტილერიო სისტემა – 828 ერთეული [+13]

MLRS – 247 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107 ერთეული [+0]

თვითმფრინავი – 217 ერთეულია

ვერტმფრენი – 187 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 669 ერთეული [+2]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 685 ერთეული [+20]

სპეცტექნიკა – 66 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

234 თვითმფრინავი

137 ვერტმფრენი

1 479 უპილოტო საფრენი აპარატი

353 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 935 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

724 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 102 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

4 064 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 135 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print