ახალი ამბები
ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა
FaceBook
საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ლიბანი - ეს ის ქვეყნებია, რომლის ელჩებიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა.


პრეზიდენტის აპარატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის განკარგულებებზე დაყრდნობით, ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს.

პრეზიდენტმა თანამდებობა დაატოვებინა:

ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს;
ელჩს სლოვაკეთში იური მუშკას;
ელჩს პორტუგალიაში ინა ოგნივეცს;
ელჩს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სერგეი ბურდილიაკის;
ელჩს ლიბანის რესპუბლიკაში იგორ ოსტაშის.


ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს გაათავისუფლოს თავისი დიდი ხნის მეგობარი ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის პოსტიდან.

Politico-ს ცნობით, ზელენსკიმ ბაკანოვის გათავისუფლება СБУ-ის წარუმატებელი ოპერაციებისა და ხერსონში დანაკარგების გამო გადაწყვიტა.

Print