ახალი ამბები
დღეიდან რუსეთი ხორბალზე გადასახადს კიდევ ზრდის
FaceBook
რუსეთში 22 ივნისიდან საექსპორტო ხორბალზე გადასახადი ერთ ტონაზე მოქმედი 131,6 დოლარიდან 142 დოლარამდე იზრდება.

გადასახადები იზრდება ქერზეც და სიმინდზეც. ქერზე გადასახადი იმატებს 92,8 დოლარიდან 117,5 დოლარამდე, სიმინდზე კი 84-დან 86,5 დოლარამდე.

აღნიშნული ტარიფი იმოქმედებს 28 ივნისის ჩათვლით.

როგორც ცნობილია რუსეთში მცურავი საბაჟო გადასახადი მარცვლეულზე 2021 წლის 2 ივნისიდან მოქმედებს.

მცურავი საბაჟო გადასახადის ფორმირება ფასის მიხედვით ხდება.

bpn.ge
Print