ახალი ამბები
ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
FaceBook
აღნიშნულ საწარმოს ჩინური კომპანია აშენებს.


ტყიბულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის აგვისტოში თბოელექტროსადგურის მშნებლობა იგეგმება. თბოელექტროსადგური ტყიბულის ქვანახშირზე უმუშავებს და მისი სიმძლავრე 150 მეგავატი იქნება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, შალვა გაბრიაძის განმარტებით, აღნიშნულ საწარმოს ჩინური კომპანია აშენებს. ქვანახშირის საწარმოს მშენებლობის ღირებულება დაახლოებით, 200 მილიონ დოლარს შეადგენს.

"კარგი ის არის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ქვანახშირის ხარჯზე დაიწყება ამის მშენებლობა. ამ დროისთვის არსებული ქვანახშირი ვერ დააკმაყოფილებს მას, რისთვისაც საჭირო გახდება დამატებითი შახტების გახსნა", - ამბობს გაბრიაძე.

მისი განმარტებით, აღნიშნულ სწარმოში მოპოვებული ელექტროენრგიის გაყიდვა ნებისმიერ ბაზარზე იქნება შესაძლებელი. Choose the best bonuses and Adjarabet am slot on the online Armenian platform
Print