ახალი ამბები
15 იანვარს ქუთაისში "ალმანო" ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერებს უმასპინძლებს
FaceBook

ბარ - რესტორან "ალმანოში" დაგეგმილ საღამოზე ზაზა ფაჩულია სკაიპის მეშვეობით მიესალმება იქ შეკრებილ საზოგადოებას.


15 იანვარს ბარ-რესტორანი "ალმანო" ქუთაისის მერიის, ასევე ზურაბ  საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის მხარდაჭერით ზაზა
ფაჩულიასადმი გამართულ აქციაში ჩაერთვება. აქცია 18:00 საათზე გაიმართება.  

ზაზა ფაჩულიამ ქართველი გულშემატკივრების ძალისხმევის შედეგად, ხმების ოდენობით დასავლეთის საუკეთესო 10-ეულში გადაინაცვლა. ხმის მიცემა სოცილაური ქსელების: ფეისბუქის, გუგლის, ინსტაგრამისა და ტვიტერის მეშვეობით  არის შესაძლებელი . ამისათვის, სტატუსის ველში #NBAVoteZazaPachulia - უნდა იყოს მითითებული.

ბარ - რესტორან "ალმანოში" დაგეგმილ საღამოზე ზაზა ფაჩულია სკაიპის მეშვეობით მიესალმება იქ შეკრებილ საზოგადოებას. "ალმანოს" ადმინისტრაცია მიმართავს საზოგადოებას, რომ უგულშემატკივრონ ფაჩულიას, რათა შესაძლებლობა მიეცეს, ითამაშოს მან კალათბურთის სამყაროსთვის ყველაზე ცნობილ თამაშში.

Print