რუსმა მომღერალმა ზემფირამ ომის საწინააღმდეგო სიმღერა ჩაწერა
17:24 / 20.05.2022
რუსმა მომღერალმა ზემფირამ,
მიმდინარე წელს ჩაწერა თავისი პირველი კომპოზიცია, რომელსაც "ხორცი"
უწოდა.
სიმღერა უკრაინაში ომს ეძღვნება და
მისი საწინააღმდეგო გზავნილია.
სიმღერის ტექსტი ომის მძიმე სურათს
აღწერს: "გზები, გზები, გვამები, გვამები ... გაზაფხულია,
რეალობაში - სანგრები და გრძელი რადიუსის რაკეტები. მარიუპოლში
შუაღამეა... ჩამოვედით. სად ჩამოვედით? რატომ ჩამოვედით?
"
კლიპში ომის თეამტიკაზე შექმნილი
ნახატებია გამოყენებული. რომლებიც რუსმა მსახიობმა და რეჟისორმა
რენატა ლიტვინოვამ შექმნა.
ზემფირა აქამდეც გამოვიდა უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო
განცხადებებით. იგი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები