ახალი ამბები
მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი - მერია 10 მიკროავტობუსს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია ათი მიკროავტობუსის შესაძენად  ტენდერს აცხადებს.
მერიამ,  ტრანსპორტის შესაძენად  1 464 380 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა (NAT220007411) გამოცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია  წარმოადგინოს:

საწვავის მოხმარების (ქალაქში, შერეული/კომბინირებული, ქალაქგარეთ) შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული ფლობის ღირებულება 200 000 კმ. გარბენზე. 

ინფორმაცია, რომ ავტობუსში განთავსებული სავარძლები დამონტაჟებულია ავტობუსის წარმოების დროს, ავტობუსის დამამზადებელ ქარხანაში და სხვა. 

М2 კატეგორიის ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

სახელმწიფო შესყიდაზე წინადადების მიღება  მიმდინარე წლის 16 მაისს მთავრდება. 

ადგილობრივი მთავრობა  ახალ მიკროავტობუსებს "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში მიღებული თანხით ყიდულობს. პროგრამის  მოცულობა 30 მილიონამდე ლარია, რომლითაც ქალაქის მასშტაბით, 25- მდე პროექტი უნდა განხორციელდეს.

რაც შეეხება მიკროავტობუსების მოძრაობას, ახალი მიკროსაავტობუსო ხაზი შეიქნება, რომელიც,  როგორც  ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს,  გორას, უქიმერიონისა და წყალწითელას მიმდებარე დასახლებაში იმოძრავებს.


Print