ახალი ამბები
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სოფლები გაათავისუფლეს
FaceBook
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სოფლები გაათავისუფლეს.

შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ნაწილებმა გაათავისუფლეს ზატიშშია, მალინოვკა, ვესელე, ზელენი გაი და ჩერვონე.

"უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაათავისუფლეს ორლოვო, ზაგრადივკა და კოჩუბეევკა ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით. დამპყრობლები ცდილობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ალექსანდროვკას მიმართულებით",
- ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში ომის 36-ე დღეა. 24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.


Print