ახალი ამბები
რუსეთს ჯარები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაჰყავს
FaceBook
რუსეთს სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. 

იგივეს  აღნიშნავს რუსული მხარეც. კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან რუსეთის ჯარების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილება სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში გამოაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა.

"იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები გადადის პრაქტიკულ ჭრილში, დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთნდობის ასამაღლებლად და შემდგომი მოლაპარაკებისთვის პირობების შესაქმნელად მიიღო გადაწყვეტილება, კარდინალურად შეამციროს სამხედრო აქტივობა კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით", - განაცხადა ფომინმა.

უკრაინაში 34 დღეა ომია. რუსმა ოკუპანტები 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინაში, დაბომბეს და დაანგრიეს ათობით ქალაქი, დაიღუპა ათასობით ადამიანი და ლტოლვილად იქცა 3.5 მილიონი უკრაინელი.

რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ომში რუსეთმა დაკარგა 17 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

Print