ახალი ამბები
დღეს ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ
FaceBook
საკრებულოს სხდომა დღეს 14:00 საათზე არის ჩანიშნული.



ქუთაისის საკრებულოსთვის წარდგენილ ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო დღეს დაამტკიცებს. საკრებულოს სხდომა  14:00 საათზე არის ჩანიშნული. მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში მეორედ 9 დეკემბერს წარადგინა.

ქუთაისის 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 50 597 500 ლარით განისაზაღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი რამდენიმე დღის წინ მერიის ეკონომიკური განვითარებისა და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზციებს წარუდგინეს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლისთვის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები რჩება. ბიუჯეტის პროექტში ასევე გაჩნდა რამდენიმე ახალი პროგრამა.

ქუთაისის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს პირველად მიმდინარე წლის 13 ნოემბერს წარუდგინა. თუმცა, სამ დღეში უკან გამოითხოვა. იმ დროისთვის მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 47 713 700 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.

ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტის უკან გატანის მიზეზად დამატებითი თანხების მობილიზება დასახელდა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ირაკლი ავალიანის განმარტებით, დამატებით  3 მილიონი ლარის მობილიზება სხვადასხვა შემოსვალებიდან მოხდა.
Print