ახალი ამბები
ქუთაისის მერი თვითმმართველობათა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
FaceBook
"ჩვენი მიზანია, დავიცვათ თვითმმართველობის ორგანოთა ინტერესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე"


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად ქუთაისის მერი შოთა მურღულია აირჩიეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს.

ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.

,,ჩვენი მიზანია, დავიცვათ თვითმმართველობის ორგანოთა ინტერესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე ხელი შვუწყოთ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიისა განვითარებას,მოვახდინოთ ადგილობრივ თვითმმართველობათა პრობლემების იდენტიფიცირება."-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე ყველა დონის თვითმმართველობიდან (სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი) მოწვეული იყო 600 დელეგატი, რომელთაც დაამტკიცეს ასოციაციის წესდება, აირჩიეს ორგანიზაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი საბჭო. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია.
Print