ახალი ამბები
ქუთაისის ოთხ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა
FaceBook
ქუთაისის N4-ე, N8-ე, N14-ე და N36-ე საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც აღნიშნულ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, პროცესი ორი კვირის შემდეგ განახლდება.

ქალაქში ამ ეტაპზე მხოლოდ 33 ბაღი ფუნქციონირებს.

სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მშობლებს ბავშვები მხოლოდ შენობამდე მიჰყავთ. აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა, იზოლაციაში გადაჰყავთ.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისთვის, ასევე მზარეულებისთვის, სავალდებულოა.

ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
Print