ახალი ამბები
ფინანსთა სამინისტრომ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე იმერეთში სამი პირი ამხილა
FaceBook
იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის 3 თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს.
მათ რეგიონში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა ჰქონდათ დავალებული.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

,,სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მათ მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული დაკისრებული მოვალეობები, რამაც საშუალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას რეალურად შეესრულებინა ნაკლები მოცულობის სამუშაოები, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები", -  განმარტავენ უწყებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.




Print