ახალი ამბები
საქართველოში კოვიდინფიცირების 506 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში - 43
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 506 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 711-მდე. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 287 689-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49 %.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 240 შემთხვევა, აჭარა - 76, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 074, აჭარაში - 331, იმერეთში - 334.
Print